ოკუპირებული აფხაზეთი ბერლინში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში საკუთარი სტენდით მონაწილეობს. ამის შესახებ, სპეციალური ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. თუმცა როგორც ,,რუსთავი-2"-თან საუბარში საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ განაცხადა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ოკუპირებული რეჟიმი "მწვანე კვირეულში" არ მონაწილეობს.
მისივე განმარტებით, ოკუპირებული აფხაზეთის სტენდის მოწყობა შესაძლოა, კერძო პირების ინიციატივა იყო და ამჟამად გამოფენის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირების მიზნით.
,,აფხაზეთი "მწვანე კვირეულში" არ მონაწილეობს.იყო მცდელობა, მათ დაერეგისტრირებინათ თავი როგორც მონაწილეს, ჩვენ შევიტყვეთ ამის შესახებ, დაუკავშირდით როგორც ორგანიზატორებს, ასევე გერმანიის საგრეო საქმეთა სამინისტროს და ისინი "მწვანე კვირეულის" გახსნის დღიდან სიაში არ არიან. Iნდივიდუალური მეწარმეებიც არიან, რომლებსაც პატარა დახლი აქვთ და შეიძლება ასე შეიძლება ჰქონდეს ვინმეს", _განაცხადა ელჩმა.