ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მორიგი ტაქტიკური სწავლება გაიმართა. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის ის ასეულები მონაწილეობდნენ, რომლებიც ბაზის შიდა უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი.
სწავლება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. სამხედრო მოსამსახურეები დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და საავიაციო ბაზის შიდა უსაფრთხოების სხვა ამოცანების შესრულებაში ვარჯიშობდნენ. სწავლებაში ამერიკული სამხედრო მანქანებიც იყო ჩართული. ტაქტიკური სწავლებები სამხედრო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორში ერთდროულად განხორციელდა.
მსგავსი სწავლებები ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მუდივად ტარდება. 51-ე ბატალიონის ხელმძღვანელობის შეფასებით, პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს.
V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი ახალი წლიდან "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციაშია ჩართული. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები