საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რეგიონული უსაფრთხოება და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის, სპენსერ ოლივერის შეხვედრის ძირითადი თემები.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმებასა და ცხინვალის რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის გაფორმების გეგმასთან დაკავშირებით.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლიურ სესიის სამზადისზე, რომელსაც 2016 წელს საქართველო უმასპინძლებს.
"ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში და შევხვედრივარ სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მაგრამ ქართული სტუმართმოუვარეობა უცვლელია", - განაცხადა სპენსერ ოლივერმა შეხვედრაზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას წარმატებული საქმიანობა უსურვა.