"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე მთავრობა ქმედითი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. როგორც ბობოხიძე აცხადებს, დღეს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა დღევანდელი მთავრობის არასწორი საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის, კერძოდ კი საქართველოს ბაზრის, განსაკუთრებით კი აგრარული პროდუქციის, რუსეთზე ხელმეორედ და ექსკლუზიურად მიბმის შედეგები.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის აღნიშნავდა, რომ აუცილებელია ჩვენი პროდუქტებისთვის გასაღების ბაზრის დივერსიფიცირება და დაუშვებელია არასტაბილური და უაღრესად პოლიტიზირებული რუსეთის ბაზრის იმედად ყოფნა. სამწუხაროდ, მთავრობამ არაფერი არ გააკეთა ამ მიმართულებით და დღეს ჩვენი მოსახლეობა უკვე იმკის ამის შედეგებს.
რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და საქართველოს პროდუქტებისთვის ხელმეორედ დაწესებული შეზღუდვების შედეგებს უკვე გრძნობს თავის თავზე წყალტუბოს რაიონის ბოსტნეულისა და მწვანილის მწარმოებელი 5 000 ოჯახი. უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკაში ამ ოჯახებს, ღვინის წარმოებიდან მიღებული შემოსავლის ნახევარზე მეტი ოდენობა შეაქვს. დაუშვებლად, მიგვაჩნია მთავრობის დივერსიფიცირებული დამოკიდებულება ამ ოჯახებისა და ყურძნისა და ციტრუსების მწარმოებლებს შორის",- აცხადებს ბობოხიძე.
მისივე განმარტებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მივიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა გადადგას ქმედითი ზომები. უფრო კონკრეტულად კი:
1. შეასრულოს თავისი წინასაარჩევნო დანაპირები და გაუწიოს ქმედითი დაეხმარება, მისი უგუნური პოლიტიკის გამო გასაჭირში ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს;
2. გაატაროს თანმიმდევრული აგრარული პოლიტიკა;
3. გამოიყენოს ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმი და მოახდინოს საქართველოს პროდუქტების გასაღების ბაზრების დივერსიფიცირება;
4. დაეხმაროს საქართველოს მწარმოებლებს დააკმაყოფილონ არსებული ევროსტანდარტები, რაც ასევე ხელს შეუწყობს გასაღების ბაზრების დივერსიფიცირება.