ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა კრიმინოგენული ვითარების გამწვავების გამო უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს.
,,არსებული პრობლემის მოგვარება ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო შედგეს. მოთხოვნები ძალიან სერიოზულია. ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს. სხვა მიდგომას მე ვერ ვხედავ." - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გალის რაიონში სპეცოპერაციის ჩატარებისას ოკუპირებული აფხაზეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი და რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს სასაზღვრო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
სპეციალური ჯგუფი გალის რაიონის სოფელ რეფში გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანის გამტაცებელთა დასაკავებლად იყო გაგზავნილი.