დღეს, 13 აპრილს, ცხინვალის ოკუპირებულ რეგინში ნიკარაგუის დელეგაციას ელოდებიან. ამის შესახებ სააგენტო "რესი" ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრ მურატ ჟიოევზე დაყრდნობით იუწყება.
ნიკარაგუის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოს ლოპესი უხელმძღვანელებს.
ჯიოევის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 15 აპრილამდე გაგრძელდება ნიკარაგუსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ ხელშეკრულება გაფორმება.
ასევე, დაგეგმილია ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმის ე. წ. საგარეო უწყებასა და ნიკარგაუსი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების გამართვა.