ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა და პოლიტიკური პარტია ,,ედინნაია ოსეტიას" ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის წინადადებით გამოვიდა.
,,პარტიისა და პირადად ჩემი მყარი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ ოსეთი ჯერ ჩრდილოთ ოსეთს და შემდეგ რუსეთის ფედერაციას შეუერთდეს. ეს იქნება ჩვენი ხალხის ინტერესის გამოძახილი." - ნათქვამია მის განცხადებაში.
ბიბილოვი აღნიშნავს, რომ მისი პარტია ჩართულია ,,რუსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების პროექტის დამუშავების პროცესში და იმედოვნებს, რომ მათი შნიშვნები და შეხედულებები გათვალისწინებული იქნება.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერი ხმამაღლა აცხადებს, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით ,,სამხრეთ ოსეთს თავისი სანუკვარი ოცნების ახდენის რეალური შანსი ეძლევა და რუსეთთან მაქსიმალური ინტეგრაცია იქნება შესაძლებელი ."