კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით კონსტიტუცია მთავრობას პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრებას არ ავალდებულებს, მიუხედავად ამისან ეს ისეთი ღონისშიებაა, რომელიციც იმსახურებს იმას, რომ ყველა ვისაც მაქსიმალურად შეუძლია დაესწროს და თანამონაწილე იყოს.
,,ვფიქრობ, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა, პრეზიდენტისთვის მინიჭებული ფუნქციებიდან და სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციიდან გამომდინარე, შეიძლება ერთგვარი ტონალობის მიმცემი შეიძლება გახდეს ყოველ წელს, გამოსვლის ძირითადი აქცენტებით, პრორიტეტებით, გამოწვევებზე და საფრთხეებზე პასუხით. ჩემი აზრით, ასეთი ღონისძიება იმსახურებს იმას, რომ ყველა ვისაც შეუძლია, მაქსიმალურად დაესწროს მას და იყოს თანამონაწილე", - განაცხადა ჟურნალისტებთან ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები