,,გერმანიაში მუსულმანთა ნებისმიერი სახით იზოლაცია ან მათთვის დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენება მიუღებელია." - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესლიგაში გამოსვლისას, სადაც ის გერმანიაში მცხოვრები 4 მილიონამდე მუსულმანის დაცვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლება გარანტად დგება, რომ გერმანიის კონსტიტუციის და სხვა კანონების ფარგლებში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისლამისტური რელიგია თავისუფლად აღიარონ.
,,ისლამი გერმანიას ისევე ეკუთვნის, როგორც სხვა ნებისმიერი კონფესია, მათ შორის, იუდაიზმი...
აქ არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს დისკრიმინაციას ან იზოლაციას." - აღნიშნა ანგელმა მერკელმა, იქვე კიდევ ერთხელ დაგმო პარიზში დატრიალებული ტრაგედია და თქვა, რომ ამ მძიმე დღეებში გერმანია და საფრანგეთი მხარდამხარ დგანან.
,,გერმანიაში ვერ იქნება დაცული უსაფრთხოება თუ საფრანგეთი არ არის უსაფრთხოდ." - განაცხადა მან.
ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას და მას საზოგადოების ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრე უწოდა.