პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკანონმდბელო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის დასწრების თაობაზე განმარტებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.
„საგაზაფხულო სესიასთან დაკავშირებით გთხოვთ მობრძანებას უახლოეს დღეებში, სადაც შევეხებით ყველა იმ თემას, რომელიც უკავშირდება პარლამენტის მომავალ საქმიანობას. ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რადგან საგაზაფხულო სესია იქნება დატვირთული ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით პარლამენტში და ყველა საკითხზე ვისაუბრებთ ძალიან მალე," - განაცხადა ჟურნალისტებთან დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენეტი გიორგი მზადაა ყოველწლიური მოხსენებით დეპუტატების წინაშე ნებისმიერი ფორმატით წარსდგეს.
მარგველაშვილი იმედს გამოქვამს, რომ შარშანდელი პრეცედენტი არ გამეორდება და პრეზიდნეტის ყოველწიურ მოხსენებას მთვრობაც დაესწრება.თუმცა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სავალდებულოდ არ მიიჩნევს, პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვას პარლამენტში მთავრობის წევრები დაესწრონ. როგორც ლიკანში ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა განაცხადა პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას სიმბოლური დატვირთვა აქვს.
,,ახალი კონსტიტუციით მთავრობა ვალდებული არ არის დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას. ეს არის სიმბოლური გამოსვლა პარლამენტში და მე არ ვთვლი საჭიროდ, ყოველ შემთხვევაში, რომ ასეთ გამოსვლებს უნდა დაესწროს მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის წევრები და პრემიერი, ეს არის ჩემი პოზიცია, მაგრამ გთხოვთ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ასთ გამოსვლებს, წმინდა სიმბოლური დატვირთა აქვს", _განაცხადა პრემიერმა.