პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს.
,,ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ გეგმებზე თუ რა არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი რათა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სწრაფად დასრულდეს.ჩვენ მივიღეთ მისგან ძალიან მაღალი შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმინაობის შესახებ", _განაცხადა უსუფაშვილმა ევროკიმისართან შეხვედრის შემდეგ.