ხვალ, 16 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის საქმიანობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერსელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა ღონიძიებაზე მოწვეულნი არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წვერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
,,მოგეხსენებათ, რომ უკვე მეორე წელია ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა უწყების საქმიანობის თაობაზე ბეჭდური ანგარიშის გამოცემა. იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წელი იყო უმნიშვნელოვანესი წელი საგარეო პოლიტიკის კუთხით, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება ამ ღონისძიებაზე დასწრება. წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წვერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები", _განამარტა კერესელიძემ.