ევროპარლამენტმა ევროსაბჭოს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. სესიაზე ევროპელმა დეპუტატებმა სპეციალური რეზოლუცია მიიღეს, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის კრიზისის დარეგულირების საკითხში პროგრესი მიღწეული არ იქნება, სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ და ფინანსურ სფეროებს შეეხება. ამასთან, რეზოლუცია არა სარეკომენდაციო, არამედ სავალდებულო ხასიათს ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები