რუსეთის ეროვნული ნაკრების მწრთვნელი ფაბიო კაპელო აცხადებს, რომ მოსკოვში პრობლემები აქვს. ვრცელი ინტერვიო მან სპორტულ გამოცემა "სორეს" მისცა. კითხვაზე, დათანხმდება თუ არა შეთავაზების შემთხვევაში კატალონიური ბარსელონას მწრთვნელობას, კაპელომ განაცხადა, რომ რუსეთთან მას ისედაც პრობლემები აქვს, რომლის გადაჭრასაც უკვე რამდენიმე თვეა, ცდილობს. რუსეთის საფეხბურთო კავშირს მისთვის ხელფასი უკვე მე-6 თვეა, არ გადაუხდია. დავალიანება 181 მილიონ რუბლს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები