,,თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველოს საზოგადოებისთვის, ისე ჩვენი არაკეთილმოსურნეებისთვისაც.
,,ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველოს საზოგადოებისთვის, ისე ჩვენი არაკეთილმოსურნეებისთვისაც. ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები მივესალმებით ამ განცხადებას. მაგრამ სად არის მთავრობა? გაიმართა ნატო საქართველოს კომისიის სხდომა. რატომ ვიგებთ ამ შეფასებებს მხოლოდ ნატოს მხრიდან? შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრი! რუსული პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურების ფონზე რატომ პასიურობს ხელისუფლება? იმედი იმისა, რომ არ ვილაპარაკებთ და საქმე ჩუმად თავისით გაკეთდება, გულუბრყვილობაა! ჯერ ამ შეფასებით შემოვიფარგლები! გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით, იაქტიურეთ! თქვენს საქმეს სხვა არ გააკეთებს! პასიურობისთვის მოგეთხოვებათ მთელი სიმკაცრით!", _განაცხადა პეტრიაშვილმა.
,,ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მომავალ გაწევრიანებას ნატოში. ყველა მექანიზმი მზად არის იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა," - ამის შესახებ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ ტვიტერის მიკრობლოგზე ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება.
შეხვედრა გუშინ ბრიუსელში გაიმართა, რომელსაც ქართული დელეგაცია ესწრებოდა.
სხდომის შემდეგ ვერშბოუმ დაადასტურა, რომ ალიანსი მიზნად ისახავს სტრუქტურის გაძლიერებას საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები