"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას მთავრობის შემადგენლობა უნდა დაესწროს.
,,ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ დაესწრო მთავრობა გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას, იყო მთავრობის ერთიანი გადაწყვეტილება და მე იგი გამაცნეს, როგორც უკვე მიღებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ეს მიდგომა შესაცვლელია, რადგან დღეს სხვა რეალობაა. პრეზიდენტის ინსტიტუტი აერთიანებს საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება შესაცვლელია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სავალდებულოდ არ მიიჩნევს, პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვას პარლამენტში მთავრობის წევრები დაესწრონ. როგორც ლიკანში ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა განაცხადა პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას სიმბოლური დატვირთვა აქვს.
,,ახალი კონსტიტუციით მთავრობა ვალდებული არ არის დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას. ეს არის სიმბოლური გამოსვლა პარლამენტში და მე არ ვთვლი საჭიროდ, ყოველ შემთხვევაში, რომ ასეთ გამოსვლებს უნდა დაესწროს მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის წევრები და პრემიერი, ეს არის ჩემი პოზიცია, მაგრამ გთხოვთ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ასთ გამოსვლებს, წმინდა სიმბოლური დატვირთა აქვს", _განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები