საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოს განცხადებას ეხმიანება და მას იმ რეფორმების, გამარჯვებად მიიჩნევს რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განმარტა ვერშბოუმ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.
,,ვერშბოუს განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ალიანსში, რომ რეფორმების თვალსაზრისით საქართველომ აჩვენა ძალიან კარგი შედეგი. შესაბამისად მინდა, ეს ჩავთვალოთ და გავიზიაროთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იმ რეფორმებისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
,,ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მომავალ გაწევრიანებას ნატოში. ყველა მექანიზმი მზად არის იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა," - ამის შესახებ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ ტვიტერის მიკრობლოგზე ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება.
შეხვედრა გუშინ ბრიუსელში გაიმართა, რომელსაც ქართული დელეგაცია ესწრებოდა.
სხდომის შემდეგ ვერშბოუმ დაადასტურა, რომ ალიანსი მიზნად ისახავს სტრუქტურის გაძლიერებას საქართველოში.