იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 2015 წელს 13 სოფელში აშენდება ე.წ. სოფლის სახლები - საზოგადოებრივი ცენტრები. როგორც ჟურნალისტებთან წულუკიანმა განაცხადა ე.წ. სოფლის სახლების საშუალებით, სოფლის მოსახლეობა 200-მდე საჯარო და კერძო სერვისს მიიღებს.
,,გადავწყვიტეთ, 2015 წელს 13 სოფელში აშენდეს ე.წ. სოფლის სახლები - საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც ჩვენი სოფლის მოსახლეობა 200-მდე საჯარო და კერძო სერვისს მიიღებს. დღეს მივიღეთ თანხმობა მთავრობისგან, რომ იანვარშივე დაიწყოს მშენებლობა გურიაში, კერძოდ, ქვემო ნატანებში. საოკუპაციო ზოლთან სამეგრელოში, სოფელ ორსანტიაში, დაბა კაზრეთსა და ყვარლის რაიონებში. რა თქმა უნდა, ჩვენ სოფლები შევარჩიეთ იანვარ-თებერვლისთვის, სადაც კლიმატი ამის საშუალებას მოგვცემს და შემდეგ დანარჩენის მშენებლობაც დაიწყება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდეს", _განაცხადა წულუკიანმა.
მისივე განცხადებით, ე.წ. სოფლის სახლში უფრო მეტი სერვისები იქნება, მდიდარია ვიდრე იუსტიციის სახლში.
მასალის გამოყენების პირობები