საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის საკანონმდებელო ორგანოში ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრება თუ არა მთავრობა, ეს საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას მთვრობის სხდომის შემდეგ განაცხადა აღნიშნულ თემაზე კოორდინირებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
,,მე მგონი ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს საქართველოში. ამ თემასთან დაკავშირებითიქნება კოორდინირებული გადაწყვეტილება", _განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენეტი გიორგი მზადაა ყოველწლიური მოხსენებით დეპუტატების წინაშე ნებისმიერი ფორმატით წარსდგეს.
მარგველაშვილი იმედს გამოქვამს, რომ შარშანდელი პრეცედენტი არ გამეორდება და პრეზიდნეტის ყოველწიურ მოხსენებას მთვრობაც დაესწრება.თუმცა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სავალდებულოდ არ მიიჩნევს, პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვას პარლამენტში მთავრობის წევრები დაესწრონ. როგორც ლიკანში ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა განაცხადა პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას სიმბოლური დატვირთვა აქვს.
,,ახალი კონსტიტუციით მთავრობა ვალდებული არ არის დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას. ეს არის სიმბოლური გამოსვლა პარლამენტში და მე არ ვთვლი საჭიროდ, ყოველ შემთხვევაში, რომ ასეთ გამოსვლებს უნდა დაესწროს მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის წევრები და პრემიერი, ეს არის ჩემი პოზიცია, მაგრამ გთხოვთ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ასთ გამოსვლებს, წმინდა სიმბოლური დატვირთა აქვს", _განაცხადა პრემიერმა.