პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტს მოუწოდებს თავი დაანებოს საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს. როგორც მარველაშვილმა განაცხადა არსებობს სხვა თემებიც, რომელზეც ყოფილ პრეზიდენტს შეუძლია გაამახვილოს ყურადღება.
„მინდა ვთხოვო ექსპრეზიდენტს, თავი დაანებოს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს. არსებობს ბევრი სხვა თემა, რაზეც მას შეუძლია გაამახვილოს ყურადღება და არ ავნოს სახელმწიფოს სტაბილურობას და სახელმწიფო ინტერესებს," - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, "რუსთავი2-ის" ეთერში სირიაში მებრძოლი ქართველების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ დასაცავად მთავრობა არაფერს აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები