სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატები რუსეთის სვერდლოვსკის ოლქს ეწვევიან. აფხაზური მხარის ინფორმაციით, სეპარატისტთა დელეგაციას აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვიაჩესლავ ცუგბა უხელმძღვანელებს. განცხადებას ამის შესახებ სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.
13 და 14 აპრილს სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაციის წევრები სვერდლოვსკის ოლქში რიგ შეხვედრებს გამართავენ, მათ შორის შეხვდებიან სვერდლოვკის ოლქის გუბერნატორს ალექსანდრე მიშარინს და დეპუტატებს.