საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის დავით კერესელიძის განმარტებით, დღის ბოლოს გახდება ცნობილი როდის ჩამოასვენებენ საქართველოში ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ მამა ილია კარტოზიას. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე კერსელიძემ განაცხადა პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საკონსულო.
,,დღის ბოლოს ჩვენ ზუსტი და კონკრეტული თარიღი გვეცოდინება როდის მოხდება მისი გადმოსვენება. მე ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცედურები არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი", - განაცხადა დავით კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია, რომელიც მოსალოცად იყო წასული იტალიაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა.
"ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ 11 ადამიანი დაიღუპა.