რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მოწყობის ფედერალურ სააგენტოში "როსგრანიცაში" რუსმა და აფხაზმა ექსპერტებმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ერთი საავტომობილო ხიდის რეკონსტრუქციისა და მეორე საავტომობილო ახალი ხიდის აგების შესახებ.
ახალი ხიდი მდინარე ფსოუზე სოფელ ვესიოლოესა (რუსეთის ფედერაცია) და სოფელ გიაჩრიპშს (აფხაზეთი) შორის უნდა აიგოს. "ამას გარდა, რუსმა და აფხაზმა ექსპერტებმა ასევე მოილაპარაკეს იმის შესახებ, რომ შეთანხმების ტექსტში არსებული საკამათო საკითხები დამატებით მოლაპარაკებების მეშვეობით მოგვარდეს", _ იუწყება "როსგრანიცას" პრესსამსახური.
რუსული მხრიდან რუს ექსპერტთა ჯგუფს სახელმწიფო საზღვრის "როსგრანიცის" კეთილმოწყობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ელენა კიტოვა ხელმძღვანელობდა. სეპარატისტული აფხაზეთის მხრიდან კი აფხაზეთის ე.წ. უშიშრების სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელი ვალერი ჩუგუნოვი.