რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მოწყობის ფედერალურ სააგენტოში რუსმა და აფხაზმა ექსპერტებმა შეათანხმეს პროექტი რუსეთის ხელისუფლებასა და აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას შორის ე.წ. რუსეთ-აფხაზურ "სახელმწიფო" საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ. განცხადებას ამის შესახებ "როსგრანიცის" პრესსამსახური ავრცელებს.
"პროექტი რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე ორი მუდმივი მრავალმხრივი გამშვები პუნქტის "ადლერ-ფსოუს" გახსნას ითვალისწინებს: სარკინიგზო - სატვირთოსამოქალაქოს და შერეული (საავტომობილო და ქვეითი) -სატვირთოსამოქალაქოს", _ იუწყება "როსგრანიცის" პრესსამსახური და დასძენს, რომ მხარეები ასევე მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ შეთანხმმების რეალიზებისათვის ყველა საჭირო პროცედურა უმოკლეს ვადაში განხორცილდეს.
რუსული მხრიდან რუს ექსპერტთა ჯგუფს სახელმწიფო საზღვრის "როსგრანიცის" კეთილმოწყობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ელენა კიტოვა ხელმძღვანელობდა. სეპარატისტული აფხაზეთის მხრიდან კი აფხაზეთის ე.წ. უშიშრების სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელი ვალერი ჩუგუნოვი.