სეპარატისტულ აფხაზეთში "ვნეშეკონომბანკის" კორპორაციის პრეზიდენტი ვლადიმერ დიმიტრიევი ბანკის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ბანკირების დელეგაცია აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მიიღო. აფხაზური მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე აფხაზური ეკონომიკის ის მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილებოდა რომელთა დაფინანსებაშიც შესაძლოა "ვნეშეკონომბანკმა" მონაწილეობა მიიღოს.
"ვნეშეკონომბანკის" კორპორაციის პრეზიდენტის ვლადიმერ დიმიტრიევის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2010 წლის 17 თებერვალს, კერძოდ სახელმწიფო კორპორაციას "საგარეოეკონომიკური საქმიანობისა და განვითარების ბანკსა (ვნეშეკონომბანკი) და ღია სააქციო საზოგადოება "კომერციული ბანკი "უნივერსალ-ბანკს" (აფხაზეთი) შორის თანამშრომლობის შესახებ გენერალური შეთანხმების გაფორმებას.
"ეს ჩვენი ბანკის ხელმძღვანელობის პირველი ვიზიტია აფხაზეთში და ეს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმების რეალიზაციის პირველი ეტაპია. ჩვენი შეთანხმება მუშაობს", _ განაცხადა ვლადიმერ დიმიტრიევმა.
მისივე თქმით, ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა გაღრმავდება კონკრეტული პროექტების განხილვისა და რეალიზაციის საფუძველზე.