საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პოლონეთის პრეზიდენტი ტრაგიკულად დაღუპვის გამო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აშშ ვიზიტის გრაფიკში მცირე ცვლილებები შევიდა. საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები 13-14 აპრილს იყო დაგეგმილი, ამის გათვალისწინებით კი ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა ვარშავაში გამგზავრებამდე ესწრება", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილი აშშ-ში "ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ" სამიტის ფარგლებში შვეიცარიის და ფინეთის პრეზიდენტებს და ჩეხეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან გამართავს შეხვედრებს. ასევე დაგეგმილია, რესპუბლიკელ და დემოკრატ კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრები.
"აშშ-დან მივიღეთ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ-ს ვიც-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსაც შეხვდება", - აღნიშნა კალანდაძემ.