სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესისა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღვთის შეწევნით ჩვენი ქვეყნა აუცილებლად გამთლიანდება.
,,ჩვენი მცირე ლოცვით უფალი გადააფარებს თავის კალთას საქართველოს. საქართველო იქნება უვნებელი, საქართველო იქნება მთლიანი, საქართველოს დაუბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო ღვთის ძალით", _ბრძანა უწმინდესმა.