იტალიაში დამწვარ ბორანზე 47 ადამიანს ეძებენ, მათ შორის, ერთი ქართველი, მამა ილია კარტოზიაა.
ბორანზე, რომელიც საბერძნეთიდან იტალიისკენ გადაადგილდებოდა, სულ 8 ქართველი იმყოფებოდა. მათ შორის ერთი ორსული ქალი და 8 წლის ბავშვი იყო.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში, იტალიის პორტ რავენას სიახლოვეს ერთმანეთს ორი სავაჭრო გემი შეეჯახა, რის შედეგადაც თურქეთის დროშით მცურავი გემი ჩაიძირა.
კატასტროფაში მონაწილე მეორე საზღვაო ხომალდი ბელიზის დროშით ცურავდა.
შეჯახების მიზეზად, სავარაუდოდ, ცუდ ხილვადობასა სახელებენ.