საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი მათიას იორში ეწვია. მათიას იორში საქართველოში კომიტეტის კიდევ ერთ წარმომადგენელ, დევიდ ვილშაიერთან ერთად ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში ის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლტოლვილთ დაგანსახლების მინისტრთა, რეინტეგრაციის საკიტხებში სახდლწმიფო მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეტა მინისტრის მოადგილესთან.
საუბრის მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები და მათი შესრულების მხრივ არსებული შედეგები იქნება.
მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი ცხინვალში, გალსა და სოხუმშიც გეგმავს ჩასვლას.
იორში ასევე წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდება.