დღეს, 12 აპრილს, 12:00 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პოლიტიკური პარტიების მიერ მოწოდებული საარჩევნო სიების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციას მასმედიის, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
სიების მონიტორინგს პარტიები 5 თებერვლიდან ახორციელებდნენ. მონიტორინგის შედეგებს ცესკო განიხილავს, რის შემდეგაც მონაცემების ასახვა ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხდება. პოლიტიკურმა პარტიებმა სიების მონიტორინგი 2010 წლის 30 მაისის არჩევნებისთვის განახორციელეს.