დღეს, 12 აპრილს, "ქრისტიან-დემოკრატები" ახალი საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადებენ. ახალ საარჩევნო კოალიციაში "ქრისტიან-დემოკრატები", პარტია "ჩვენ თვითონ" და "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია" გაერთიანდებიან.
შესაბამისად, 30 მაისის არჩევნებისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ სამი პოლიტიკური სუბიექტის ერთობლივი სია წარედგინენება.
"ჩვენ თვითონის" ლიდერის პაატა დავითაიას განცხადებით, აუცილებელია თვითმართველობის ორგანოებში ოპოზიციის მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი, სწორედ ამის მისაღწევად აღნიშული პარტიები წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად ითანამშრომლებენ.
"ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც პაატა დავითაია ხელმძღვანელის, დევნილების უფლებებს მრავალი წელია იცავს, ამიტომ ლოგიკურია ჩვენი თანაშრომლობა, მით უმეტეს, რომ პარლამენტში ამიდ დიდი და შედეგიანი გამოცდილება უკვე გვაქს", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიები კონსულტაციებს მომავალ კვირასაც გააგრძელებენ და სავარაუდოდ არჩევნებისთვის მაჟორიტარ კანდიდატებს ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე დააყენებენ.