"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ინგა გრიგოლია დღეს ჩუღურეთისა და ისნის რაიონების ამომრჩევლებს შეხვდნენ.
ჩუღურეთში პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ბასილია წარუდგინეს.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ქვეყნის მშენებლობაში თვითმმართველობის მნიშვნელობასა და ლოკალური პრობლემების გადაწყვეტაში ხალხის ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ კახა ბასილია, რომელიც ჩუღურეთში "ქრისტიან-დემოკრატების" მაჟორიტარია აღმოსავლური ორთაბრძოლების სპეციალისტი და კარატე-დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია.