საქართველოს მთავრობის წევრებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სმოლენსკში, ავიაკატასტროფის დროს დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლის მარია კაჩინსკის სურათი გვირგვინით შემაკეს.
მოსწვალე-ახალგაზრდობის სასახლეში მინისტრთა კაბინეტი თითქმის მთელი შემადგენლობით მივიდა და გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერებიც დატოვეს, რის შემდეგაც მინისტრებმა კათოლიკურ ეკლესიაში გადაინაცვლეს, სადაც გარდაცვლილთა სულების მოხსენებისთვის პანაშვიდის გადაიხდიან.
კათოლიკურ ეკლესიაში სამგლოვიარო პანაშვიდს საქართველოში პოლონეთის დისპორის და მისიის ფარგლებში მყოფი პოლონელი ჯარისკაცებიც ესწრებიან. იქვე იმყოფება რომის პაის წარმომადგენელიც.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.