სამი პოლიტიკური სუბიექტი - "ქრისტიან დემოკრატები", "ჩვენ თვითონ" და "სახალხო პარტია" თვითმართველობის არჩევნებზე მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ქრისტიან დემოკრატების" ცენტრალურ ოფისში დღეს პარტიების ლიდერებს შორის დახურულ კარს მიღა კონსულტაციები გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "ჩვენ თვითონის" ლიდერმა პაატა დავითაიამ განაცხადა, აუცილებელია თვითმართველობის ორგანოებში ოპოზიციის მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი, სწორედ ამის მისაღწევად აღნიშული პარტიები წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად ითანამშრომლებენ.
"ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც პაატა დავითაია ხელმძღვანელის, დევნილების უფლებებს მრავალი წელია იცავს, ამიტომ ლოგიკურია ჩვენი თანაშრომლობა, მით უმეტეს, რომ პარლამენტში ამიდ დიდი და შედეგიანი გამოცდილება უკვე გვაქს", - განაცხადა თარგამაძემ პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიები კონსულტაციებს მომავალ კვირასაც გააგრძელებენ და სავარაუდოდ არჩევნებისთვის მაჟორიტარ კანდიდატებს ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე დააყენებენ.
შეგახსენებთ, საქართველოში თვითმართველობის და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნები ამ წლის 30 მაის გაიმართება.