საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს კახა ცხადაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულ პოსტზე ცხადაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ წარდგინა.
ცხადაძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ოფიციალურად 2015 წლის 1-ელი იანვრიდან უხელმძღვანელებს.
ცხადაძე ამჟამად ბაქოს "ინტერს" წვრთნის.
შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძემ თემურ ქეცბაია ჩაანაცვლა.