სმოლენსკში პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას, ყველა მგზავრის ცხედარი ნაპოვნია. ამის შესახებ სმოლენკში ჩასულ რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განუცხადა.
"ამ დროისთვის ნაპოვნია ყველა დღუპულის ცხედარი და დაიწყო მათი გადასვენება მოსკოვში", - განაცხადა შოიგუმ.
მისივე თქმით, მოსკოვში უკვე ორგანიზებულია მაშველთა ბრიგადები და სამედიცინო ექსპერტიზა. რუსეთის დედაქალაში ყველაფერი მზადაა დაღუპულთა ნათესევების და დელეგაციების განსათავსებლად.
სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა ასაფრენ-დასაფრენ ბილიკამდე სამას მეტრში და თვითმფრინავის ყველა _ 97 მგზავრი დაიღუპა.
მისივე განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან, რომელიც 10:50 საათზე მოხდა, 11 წუთში ხანძარი ლიკვიდირებული იქნა, თრის სემდეგაც ადგილზე მუშაობის საშუალება მიეცათ დამატებით ჯგუფებს.