პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ,,თავისუფალი დემოკრატებისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შევდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენ" პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს შეხვედრაზე მხარეები ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
,,თავისუფალი დემოკრატებთან" შეხვედრა პრეზიდენტი ადმინისტრაციაში 12:00 საათზე, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან 14:00 საათზე შედგება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი 19 დეკემბერს უკვე შეხვდა არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. შეხვედრის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება იყო.