პოლონეთის პირველი პირის ტრაგიკულად დაღუპვის გამო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერთებულ შტატებში ვიზიტს შეწყვეტს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილი პოლონეთში კაჩინხკის დაკრძალვაზე ჩავა, შემდეგ კი ისევ აშშ-ში დაბრუნდება და ვიზიტს განაგრძობს.
მიხეილ სააკაშვილი შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიწვევით დღეს, გამთენიისას გაემგზავრა. საქართველოს პირველი პირი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო საქართველოში 11 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლეხ კაჩინსკის გარდავალების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.