"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და პარტიის მთავარი საბჭო დიდ მწუხარებას გამოთქვამს პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლის, პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა და ავიაკატასტროფის დროს ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ლეხ კაჩინსკი თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის მებრძოლი პიროვნება და პოლიტიკოსი, ქართველი ხალხის დიდი მეგობარი და გულშემატკივარი იყო. იგი საქართველოს ყოველთვის გამორჩეულად ედგა გვერდში, როდესაც ჩვენს ქვეყანას თანადგომა სჭირდებოდა.
მისი გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა, როგორც პოლონელი, ასევე ქართველი ხალხისთვის.
"დემოკრატიული მოძრაობა" სამძიმარს უცხადებს პოლონელ ხალხს და გულწრფელად იზიარებს მათ მწუხარებას ქვეყნის პრეზიდენტისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ტრაგიკულად დაღუპვის გამო.