ბერძენიშვილი: საყდრისის აფეთქება შეიძლება, დანაშაულად კვალიფიცირდეს მომავალში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა საიას მოთხოვნაზე საყდრისის თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით
" პირადად მე მხარს დავუჭერდი საყდრისის კომისიის შექმნას, იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, რომ საყდრისთან დაკავშირებით რაც მოხდა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან არასასახელო რამ, გადაწყვეტილება არასწორად მიიღეს და ვფიქრობ, რომ კულტურული ძეგლების მიმართ გადადგმულ იქნა ისეთი ნაბიჯი რაც მომავალში შეიძლება, კვალიფიცირდეს, როგორც დანაშაული", - განაცხადა ბერძენიშვილმა.