ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51-ე სხდომაზე სხდომაზე 2015 წლის სამოქმედო გეგმა შეთანხმდა, რომელიც მთავრობის მორიგ სხდომაზე დამტკიცდება. როგორც კომისიის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავიტ ბაქრაძემ განმარტა ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება.
,, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, რაც შეეხება 2015 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, ამ ეტაპზე ეს პროექტი შეთანხმდა, დამტკიცებით ოფიციალურად შემდეგ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება", _განმარტა ბაქრაძემ.