ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ.
გია ჭანტურიამ და ინგა გრიგოლიამ მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს სულხან-საბა ორბელიანის სკვერში გამართეს. ისინი მთაწმინდის მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნენ.
მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა, გამართა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბურთალოს რაიონში ზაზა გაბუნიამაც. მან საკუთარი საარჩევნო პროგრამა ფანასკერტელის ქუჩის მცხოვრებლებს გააცნო და მათი პრობლემები და რჩევები მოისმინა.