დღეს, სახელმწიფო კანცელარიაში, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულება დამტკიცდა.
პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს მთავრობის სამმხრივი კომისიის დებულებას, ხელი, შესაბამისად, ირაკლი პეტრიაშვილმა, ელგუჯა მელაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მოაწერეს, რომელიც კომისიაში საქართველოს მთავრობას წარმოადგენს.
როგორც ღონისძიების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, კომისია ხელს შეუწყობს ერთის მხრივ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი, დასაქმებულთა ინტერესების დაცვას.
"კომისიის მუშაობის მიზანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობისას წარმოქმნილი პრობლემების განხილვას და მათ მარათლიანად გადაწყვეტას", - განმარტა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ პროფკავშირები, დამსაქმებელთა ასოციაცია და საქართველოს მთავრობა სამმხრივი კომისიის ფარგლებში 2008 წლის დეკემბრიდან თანამშრომლობს, თყმცა ურთიერთობის ფორმულირება მხოლოდ დღეს მოხდა.