საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნა "გარკვეულ ეჭვებს" ბადებს.
"მე არ მახსოვს ისეთი პრეცედენტი როცა ევროპელი ქვეყნის პრეზიდენტის თვითმფრინავს ავიაკატასტროფა განეცადა. მით უმეტეს თვითმფრინავი რომელშიც ლეც კაჩინსკი იმყოფებოდა საეჭვო ქვეყნის თავზე ჩამოვარდა. გარკვეულ ეჭვებს ბადებს ისიც, რომ საგამოძიებო კომისიას, რომელმაც ლაინერის ავიაკატასტროფის მიზეზი უნდა დაადგინოს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი უხელმძღვანელებს. ყველაფერს გამოძიება დაადგენს, რომ პირადად მე ამით ძალიან გაოგნებული ვარ", _ განაცხადა აღნიშნული საკითხის კომენტირებისას ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე შეფასებით, ლეხ კაჩინსკი საქართველოს მეგობარი პარტნიორი და პოლონეთისათვის თავდადებული ადამიანი იყო.