დღეიდან "ეროვნული საბჭოს" ინიციატივით, სოციოლოგიური გამოკითხვა რეგიონებში დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონსერვატიულ პარტიაში განუცხადეს, ქალაქების მერობისა და საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით მოსახლეობის გამოკითხვა 10 დღე იწარმოებს და 20 აპრილს, 20:00 საათზე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ სოციალური გამოკითხვის ფორმატით პრაიმერი დედაქალაქში უკვე ჩატარდა, რომლის საფუძველზეც "ეროვნულმა საბჭომ" დედაქალაქის მერობის ერთიანი კანდიდატი გამოავნინა. არჩევნებში ზვიად ძიძიგური იყრის კენჭს.