ნიუ იორკში კიმ ჩენ ინზე გადაღებული ფილმის პრემიერა ჩაიშალა. ამის მიზეზი ჰაკერების მუქარა გახდა, რომლებმაც პრემიერაზე ტერაქტის მოწყობის პირობა დადეს. ფილმ "ინტერვიუს" პრემიერა კონოთეატრ "სანშაინ სინემაში" ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა კინოთეატრის ხელმძღვანელობამ სეანსი გააუქმა. ფილმში მთავრ როლებს ჯეიმს ფრანკო და სეტ როგენი ასრულებენ, რომლებიც ლოს-ანჟელესში სურათის პრემიერას უკვე დაესწრნენ. ფილმის ჩვენებამ გასულ კვირას მშვიდ გარემოში ჩაიარა. ახალი ფილმი ორ ამერიკელ ჟურნალისტზე მოგვითხრობს, რომლებიც ფხენიანში კიმ ჩენ ინთან ინტერვიუს ასაღებად ჩადიან. გამგზავრებამდე კი ისინი დაზვერვის ცენტრალური სამსახურისგან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განადგურების ბრძანებას იღებენ. ფხენიანმა ფილმის გამო პროტესტი უკვე გამოთქვა.
მასალის გამოყენების პირობები