ნატოს საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ოფისმა სამოქალაქო საზოგადოების შესახებ სემინარი გამართა.
სემინარი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის დირექტორმა ასლან ჭანიძემ ჩაატარა. ვრცლად განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების არსი, მისი როლი და ფუნქცია, ამასთან საუბარი შეეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პრობლემას.
სემინარის მეორე ნაწილი საქართველოში ეროვნული და რელიგიური უმცირესობების პრობლემებს დაეთმო.