ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით სანაკოევის თქმით, მათი უწყება ამჟამად აფხაზეთთან უვიზო რეჟიმის პროექტზე მუშაობს და ,,ორ ქვეყანას შორის" შეთანმხებას ხელი უახლოეს ხანებში მოეწერება.
ამის შესახებ მან ოს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სანაკოევმა ისაუბრა დნესტრისპირეთის, ვენესუელასა და ნიკარაგუასთან ურთიერთობების გაფართოებაზეც. მისი თქმით, ოკუპირებული ცხინვალის საგარეო უწყება დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საკითხზეც მუშაობს.
სანაკოევმა რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების პროექტზეც გაამახვილა ყურადება და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტის აუცილებლობა ,,მათი ქვეყნისა" და რუსეთის გარშემო დღეს არსებულმა ვითარებამ განაპირობა.
მასალის გამოყენების პირობები