მუსულმანებისთვის ხელსაყრელი პირობებით ტურიზმის განვითარება აფხაზეთში მუსულმანი დამსვენებლების ნაკადს გაზრდის, - ამის შესახებ აფხაზეთის მუსულმანთა სარწმუნოებრივი გაერთიანების თავმჯდომარემ სალიჰ კვარაცხელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ,,ჰალიალის" ანუ ისლამის შესაბამისი ნორმებით, ტურიზმის განვითარება ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკაზე დადებითად აისახება, რადგან ეს გარემოება დსთ-სა და სხვა ქვეყნებიდან მუსულმანი დამსვენებლების ნაკადის ზრდას გამოიწვევს.
კვარაცხელიას განცხადებით, ამისთვის საჭიროა უცხოელი ინვესტორების მოზიდვა და ისეთი ტურისტული ობიექტების აშენება, სადაც ქალებისა და მამაკაცებისთვის ინფრასტრუქტურა ცალ-ცაკლე მოეწყობა .
ეს და სხვა წინადადებები სალიჰ კვარაცხელიამ მოსკოვში გამართულ მუსულმანთა მეათე საერთაშორისო ფორუმზე გააჟღერა. რომელიც სახელწოდებით ,,რელიგიის მისია და თანამედროვე გამოწვევების წინაშე მისი მიმდევრების პასუხსიმგებლობა" გაიმართა.
ფორუმზე კვარაცხელია აფხაზეთის მუსულმანი მოსახლეობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა.
საერთაშორისო ფორუმში რუსეთის, დსთ-ს ქვეყნების, საუდის არაბეთის, ირანის, თურქეთის, ყატარის, ჩინეთის, ინდონეზიის, მონღოლეთის და სხვა სახელმწიფოების მუსულმანური სარწმუნოების წარმომადგენლები, მუსულმანური უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და აღმოსავლეთ და რელიგიათმცოდნეები მონაწილეობდნენ.
მორიგი, მეთერთმეტე საერთაშორისო მუსულმანური ფორუმი 2015 წელს სტამბულში გაიმართება.