ახალგორში "სამხრეთ დირექციის" დელეგაციამ ის ადგილები მინახულა, სადაც სამხედრო ობიექტების მშენებლობა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ სააგენტო "რესი" ახალგორის ე. წ. ადმინისტრაციის უფროსზე ალან ჯუსოევზე დაყრდნობით იუწყება.
"სამხედრო ობიექტების მშენებლობა არც ერთი სოციალური ობიექტების ადგილზე არ მოხდება, ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა", - აღნიშნა ჯუსოევამ და აქვე დასძინა, რომ ახალგორში სკოლებს, ბიბლიოთეკები შეკეთებას საჭიროებს და რეგიონი ყურადღების დათმობას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ახალგორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები სამხედრო ქალაქის აშენებას სწორედ სკოლის შენობის ადგილზე გეგმავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სეპარატისტებსა და ოკუპანტებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.